logo
ENG



რუსეთმა აშშ-ის ჰელსინკის კომისია "არასასურველ ორგანიზაციად" გამოაცხადა

26 დეკ 202400:02
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/26/wvcrujafsk7zmo8.jpg

რუსეთმა ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისია "არასასურველ ორგანიზაციად" გამოაცხადა.

ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის გენერალური პროკურატურის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, მიზეზი, მათ შორის არის, რომ ორგანიზაციამ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისადმი თხოვნა, უკრაინისთვის რუსეთის ტერიტორიაზე ATACAMS-ის სარაკეტო სისტემებით დარტყმების ნებართვა მიეცა.

"[ჰელსინკის კომისიის] საქმიანობა მიმართულია რუსეთში სოციალურ-პოლიტიკური ვითარების დესტაბილიზაციისკენ, ამ ორგანიზაციის წევრები მასობრივად ავრცელებენ მასალას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობის საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის, ასევე სამართალდამცავი ორგანოების მიერ გაწეული სამსახურისა და იურიდიული სისტემის მადისკრედიტირებელია", - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა